თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 217 ადამიანი გარდაიცვალა

5846 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1542770
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 217 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 15 531-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთთინ ქოჯამ, სოციალური ქსელით Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 204 411 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 6213 შემთხვევა, რომელთაც სიმპტომები აღენიშნება, ხოლო დღიურსი 31 712  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 217 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 558 517-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  447 361 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 5846 პაციენტი გამოჯანმრთელდა“ -  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები