იბრაჰიმ ქალინი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს

იბრაჰიმ ქალინი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს

1542773
იბრაჰიმ ქალინი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპკერის, იბრაჰიმ ქალინის განაცხადებით, მათ აქვთ იმის იმედი, რომ ევროკავშირის ლიდერები 10-11 დეკემბრის სამიტზე თურქეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ „სანქციების ენას“. მან ამის შესახებ ვაშინგტონში დაფუძნებული გერმანიის მარშალის ფონდის ანალიტიკური ცენტრის მიერ გამართულ დისკუსიაზე სახელწოდებით „თურქეთის საგარეო პოლიტიკა“ ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მონაწილეობის დროს განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიო წესრიგი საგრძნობლად შეიცვალა, მაგრამ თურქეთი მაინც რჩება დასავლეთის ალიანსის ნაწილი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რუსეთთან ურთიერთობები არ უნდა ჰქონდეთ. „გულდასაწყვეტია, როდესაც ხედავ, რომ ევროკავშირის დღევანდელ სამიტზე ივარაუდება სანქციების ენის გამოყენება თურქეთის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ ევროპელი ლიდერები ამ ენას და თურქეთის მისამართით მუქარებს თავს აარიდებენ, რადგან სანქციები არასოდეს მუშაობს, მათ უკუეფექტი გააჩნიათ. თურქეთი მიისწრაფის პოზიტიური დღის წესრიგისკენ და სურს ახალი ფურცლის გადაშლა ევროკავშირთან ურთიერთობაში და იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებსაც კიდევ უფრო დააზიანებს.“ - განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა.



მსგავსი ინფორმაციები