პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს აზერბაიჯანში მიემგზავრება

ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირველად შეხვდება

1542057
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს აზერბაიჯანში მიემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს აზერბაიჯანში მიემგზავრება.

ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირველად შეხვდება.

პრეზიდენტ ერდოღანის ბაქოში ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება და გასამართ შეხვედრებზე განხილული იქნება როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ასევე ყარაბაღში არსებული ბოლო ვითარება.

ლიდერები ასევე ისაუბრებენ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და კონტროლის თურქეთ-რუსეთის ცენტრთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე და ერთობლივი ცენტრისთვის განხორციელებულ სამუშაოებზე.

მოლაპარაკებების დროს, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთად გადასადგმელ ნაბიჯებს შეაფასებენ.

პრეზიდენტი ერდოღანი ასევე დაესწრება გამარჯვების აღლუმს, რომელიც ხვალ გაიმართება დედაქალაქ ბაქოში, ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების მიზნით აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის წარმატებით დასრულების გამო.



მსგავსი ინფორმაციები