პრეზიდენტი აზერბაიჯანში ვიზიტის წინ გაკეთებულ განცხადებაში თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობებს შეეხო

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ვიზიტის წინ გაკეთებულ განცხადებაში თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობებს შეეხო

1542483
პრეზიდენტი აზერბაიჯანში ვიზიტის წინ გაკეთებულ განცხადებაში თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობებს შეეხო

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ვიზიტის წინ გაკეთებულ განცხადებაში თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობებს შეეხო.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩეული ბაიდენი უცხო არ არის და მას ბარაკ ობამას პერიოდიდან კარგად იცნობს.

ერდოღანის თქმით, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატების შემდეგ პირველ ხუთეულში შემავალი ნატოს ქვეყნებიდან ერთ-ერთია თურქეთი და დაამატა: ”ისინი ამას ყოველთვის აღიარებდნენ. ამჟამად კი სამწუხაროდ, ჩვენი იარაღის შესყიდვების შესახებ განცხადებები არ მიგვაჩნია სწორად. განსაკუთრებით ჩვენ ახლა სწორად არ მიგვაჩნია მიდგომები სირიის ჩრდილოეთის და ევფრატის აღმოსავლეთის მიმართ. მე მიმჩნია, რომ განცხადებებს, რომლებსაც გავაკეთებთ, ჯერ ადრეა. ჯერ ბაიდენმა მოვალეობა გადაიბაროს, შემდეგ დავსხდებით და მასთან ერთად ვისაუბრებთ ზოგიერთ საკითხზე. ”

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით პოლიტიკაში არ იქნება კონფლიქტი და დაამატა: ”დიპლომატიაში ჩვენ ამ საკითხის განხილვით, გაგებით ვიპოვით გზას. მე მჯერა, რომ ამ პროცესს გაცილებით ჯანსაღად ჩავატარებთ.”



მსგავსი ინფორმაციები