თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 193 ადამიანი გარდაიცვალა
4811 ადამიანი გამოჯანმრთელ

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 14 509-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 194 435 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 6903 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 32 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 193 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 527 070-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 423 142 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 4811 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები

იზმირში 32, ბალიქესირში კი 38 არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს
იზმირში 32, ბალიქესირში კი 38 არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს