თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 6511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
187 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 14 316-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 187 518 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 6511 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 32 381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 187 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 520 167-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 418 331 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 4190 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები

ჩინეთიდან შესყიდული კოვიდ-19-ის ვაქცინის მეორე პარტია უკვე თურქეთშია
ჩინეთიდან შესყიდული კოვიდ-19-ის ვაქცინის მეორე პარტია უკვე თურქეთშია

პრეზიდენტის განცხადებით, გატაცებული მეზღვაურების გათავისუფლების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
პრეზიდენტის განცხადებით, გატაცებული მეზღვაურების გათავისუფლების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება