თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 190 ადამიანი გარდაიცვალა
4593 ადამიანი გამოჯანმრთელ

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 13 936-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 180 312 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 6101 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 30 110 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 190 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 506 966-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 409 320 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 4593 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი: ”თურქეთმა მიაღწია ისეთ პოზიციას, რომლითაც ბალანსის განსაზღვრა შეუძლია.“
”თურქეთმა დღეს მიაღწია ისეთ პოზიციას, რომლითაც რეგიონში და მსოფლიოში ბალანსის განსაზღვრა შეუძლია.“