თურქეთი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივანი ჰუსეინ ბრაჰიმ ტაჰა გახდა

1538381
თურქეთი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება

თურქეთი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 47-ე შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ნიგერის დედაქალაქ ნიამეში გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ განცხადება გაავრცელა. რომელშიც ნათქვამია:

„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) მიერ, ნიგერიაში მიმდინარე წლის, 27-28 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით გამართული,  საგარეო საქმეთა მინისტრების 47-ე საბჭოს სხდომაზე, მიღებული გადაწყვეტილებები, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა ჩადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰუსეინ ბრაჰიმ ტაჰას, აფრიკული ჯგუფის სახელით წარდგენას და ისლამური თანამშრომლობის გენერალურ მდივნად არჩევას მიესალმება. ჩვენი ქვეყანა, თავიდანვე უჭერდა მხარს ორგანიზაციის საერთაშოისო სტატუსის გასაძლიერებლად, აფიკული ჯგუფის კანდიდატის, ისლამური თამამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას რა, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხზე ხშირად ამახვილებდა ყურადღებას სხვადასხვა საერთშორისო პლატფორმებზე.“

სამინისტრო თავის განცხადებაში ასევე ისლამური თამამშრომლობის ორგანიზაციის უკვე ყოფილ გენერალურ მდივან, იუსუფ ბინ აჰმედ ელ უსეიმინის გაწეული სამუშაოებისთვის მადლობას უხდის და ახალ გენერალურ მდივან, ჰუსეინ ბრაჰიმ ტაჰას წარმატებებს უსურვებს.    



მსგავსი ინფორმაციები