პრეზიდენტის პრესსპიკერი TRT World Forum-ზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტის პრესსპიკერი TRT World Forum-ზე სიტყვით გამოვიდა

1538400
პრეზიდენტის პრესსპიკერი TRT World Forum-ზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი „პანდემიის შემდგომ მსოფლიოში საერთაშორისო წესრიგი და ცვალებადი დინამიკების“ სახელწოდების რიგით მეოთხე TRT World Forum 2020-ის „პანდემიის პერიოდში მრავალპოლუსიანი მსოფლიო: გლობალური თანამშრომლობის მომავალი“ სახელწოდების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში ქალინმა გამოთქვა იმედი, რომ ვაქცინის შექმნით "პოსტ პანდემიის პერიოდი" რაც შეიძლება მალე დაიწყება და დაამატა: ”პირველად ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიოში ერთმა მოვლენამ ყველაზე იმოქმედა, ნამდვილად გლობალურ დროში ვცხოვრობთ.”

პრეზიდენტის პრესსპიკერის ქალინის განცხადებით, იგი ფიქრობს, რომ შეიცვლება მრავალი აღქმა და განმარტება ისეთი კონცეფციების შესახებ, როგორიცაა გლობალიზაცია, ნაციონალური სახელმწიფო, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსი, მრავალმხრივობა, სოლიდარობა და სხვა.

მან აღნიშნა, რომ მაგალითად, აზიის ბაზრებმა ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებზე, სირიისა და ერაყის ომებმა გავლენა მოახდინეს მსოფლიოს ძალიან შორეულ ნაწილებზე და დაამატა: ”მაგრამ ჩვენ არასდროს გვქონია შემთხვევა, როდესაც ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე გავლენა მოახდინა ერთს მოვლენას, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მდიდარი ქვეყნებიდან ღარიბ ქვეყნებამდე სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე, თითქმის ყველაფერი შეცვალა. მე მჯერა, რომ ამას მნიშვნელოვანი შედეგები ექნება ჩვენი ცხოვრების წარმართვაში.”

ქალინმა განაცხადა, რომ ხალხს შეუძლია მიიღოს გაკვეთილი იმის თაობაზე, რომ "შესაძლებელია უფრო ნაკლები რამით იცხოვროს."

"უფრო ნაკლებმა შეიძლება მეტი ხარისხი მოუტანოს ჩვენს ცხოვრებას. რაოდენობრივი ზომა არ ნიშნავს ჯანმრთელ, ბედნიერ ან უფრო რაციონალურ ცხოვრებას."- აღნიშნა იბრაჰიმ ქალინმა.

მისი თქმით, ამ პროცესში წინა პლანზე გამოვიდა საერთაშორისო ინსტიტუტების, როგორიცაა გაეროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ევროკავშირისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციების საპასუხო რეაქციების ფორმა კოვიდ -19-ის კრიზისზე და, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები იძულებულები გახდებიან ასეთ კრიზისებთან გასამკლავებლად მასშტაბები გაზარდონ.


საკვანძო სიტყვები: #ქალინი , #პრესსპიკერი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები