თურქეთში ეპიდემიის წინააღმდეგ ახალი ზომები ამოქმედდა

თურქეთში ეპიდემიის წინააღმდეგ ახალი ზომები ამოქმედდა

1537103
თურქეთში ეპიდემიის წინააღმდეგ ახალი ზომები ამოქმედდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 188 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 13 ათას 746 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 176 ათას 656 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 31 ათას 219-ია და აქედან სიმპტომები 6 ათას 514 ადამიანს აღენიშნება.

საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 4 ათას 485 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 404 ათას 727-მდე გაიზარდა.

ამავდროულად, მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეპიდემიის წინააღმდეგ ახალი ზომების ამოქმედების შესახებ განცხადება გააკეთა.

მის მიხედვით, შუა კვირაში 21.00-დან 05.00 საათამდე, კვირის ბოლოს კვ მთელი დღის მანძილზე (პარასკევს 21.00 საათიდან ორშაბათის 05.00 საათამდე) კომენდანტის საათი იმოქმედებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზომები გაფართოვდა განათლების, ტრანსპორტირებისა და მომსახურების სფეროებშიც და რომ პირველ ეტაპზე შეკვეთილი 50 მილიონი დოზის ვაქცინის გამოყენება მომდევნო თვეში დაიწყება.

 



მსგავსი ინფორმაციები