პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი TRT World Forum 2020-ზე

TRT World Forum 2020 პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვით გამოსვლით გაიხსნება

1536106
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი  TRT World Forum 2020-ზე

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

TRT World Forum 2020-ზე

წელს „პანდემიის შემდგომ მსოფლიოში საერთაშორისო წესრიგი და ცვალებადი დინამიკები“-ს თემაზე 1-2 დეკემბერს გასამართი TRT World Forum 2020, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვით გამოსვლით გაიხსნება.

 

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ლიდერები, სპეციალისტები, მეცნიერები და ცნობილი სახეები კორონავირუსის ეპიდემიის შემდგომ ცალებად ბალანსზე TRT World Forum 2020-ზე ისაუბრებენ. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ისევე როგორც ყოველ წელს, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის მიერ 1-2 დეკემბერს ინტერნეტ სივრცეში გასამართი ღონისძიების საპატიო სტუმარი წელსაც იქნება.

 

პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც 2017 წლიდან ყველა TRT World Forum-ში მონაწილეობს, თურქეთისა და მსოფლიოს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით თვალშისაცემ განცხადებებს აკეთებს, რასაც ინტენსიური გამოხმაურება აქვს მსოფლიო პრესაში და იგი მიმდინარე წელს გასამართ ღონისძიებაზეც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს.

 

სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მოხელეები TRT World Forum 2020-ში მიიღებენ მონაწილეობას

TRT World Forum 2020-ში მონაწილეობას მიიღებენ საპრეზიდენტო კომუნიკაციების დირექტორატის თავმჯდომარე ფაჰრეთთინ ალთუნი და პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრი მუსტაფა ვარანკი და საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. ღონისძიებაზე, რომელზეც, სავარაუდოდ, კომუნიკაციების დირექტორატის ხელმღვანელი ალთუნი მსოფლიოს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს, ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეებთან ერთად დღის წესრიგში ჩადგება საკითხები, რომლებიც დაინტერესებას გამოიწვევს.

 

ღონისძიებაზე, რომლის სათაურიც იქნება „პანდემიის შემდგომ მსოფლიოში საერთაშორისო წესრიგი და ცვალებადი დინამიკები“, სახელმწიფოს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები მნიშვნელოვან თემებზე გასამართ სხდომებში მიიღებენ მონაწილეობას. იბრაჰიმ ქალინი დაესწრება სხდომას სახელწოდებით „პანდემიის პერიოდში მრავალ პოლუსიანი მსოფლიო: გლობალური თანამშრომლობის მომავალი“, მევლუთ ჩავუშოღლუ „სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში კოვიდ-19-ის შემდგომი ახალი პერიოდის“ სახელწოდების სხდომას, მუსტაფა ვარანკი კი „პანდემიის შემდეგომ მსოფლიოში ტექნოლოგიის მომავალის“ სახელწოდების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და გლობალურ პრობლემებზე ისაუბრებენ.

 

TRT World Forum 2020-ზე რეგისტრაციისთვის და ღონისძიების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.trtworldforum.com

 

TRT World Forum 2020 -ის საპრეზენტაციო ფილმი:

https://wetransfer.com/downloads/05f3e6016b338ea52ae118ba47bceda120201128061740/fba6f0


საკვანძო სიტყვები: #TRT WORLD FORUM , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები