თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 6713 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
153 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 12 511-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 161 125 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 6713 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 153 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 453 535-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 377 891 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 3254 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეორეს მხრივ, სოციალური ქსელით განცხადების გამკეთებელმა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა: „თურქეთის ჯანდაცვის ინსტიტუტის (TÜSEB) თანადგომით, ერჯიესის უნივერსიტეტში განვითარებული კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველ ფაზაში ვაქცინირებულ იქნა 44 მოხალისე. ჯერჯერობით სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. მეორე დოზის ვაქცინაცია ჩატარდება 26 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე. კარგ შედეგებს ველოდებით.“
მსგავსი ინფორმაციები

ქალინი: "ეგეოსის ჩათვლით, ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია"
ქალინი: "ეგეოსის ჩათვლით, ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია"

ჩინეთიდან შესყიდული კოვიდ-19-ის ვაქცინის მეორე პარტია უკვე თურქეთშია
ჩინეთიდან შესყიდული კოვიდ-19-ის ვაქცინის მეორე პარტია უკვე თურქეთშია