პრეზიდენტი  ერდოღანი მე-18 MÜSİAD EXPO გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი  ერდოღანი მე-18 MÜSİAD EXPO გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა

1531405
პრეზიდენტი  ერდოღანი მე-18 MÜSİAD EXPO გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკის და დემოკრატიის ახალ ეტაპზე აყვანისთვის მტკიცე გადაწყვეტილება აქვთ მიღებული. პრეზიდენტმა ამის სესახებ, სტამბოლში გამართულ, მე-18 დამოუკიდებელ მეწარმეთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MÜSİAD) საერთაშორისო გამოფენის გახსნას ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერს აკეთებენ,  ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ყველა საჭირო ნაბიჯს, მეცნიერების და ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად დგამენ.

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს შევაფასოთ პირობები ყველაზე ზუსტი გზით და ეს პროცესი შესაძლებლობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენ ასევე უკეთესი ხედვა გვაქვს იმ დროს, როდესაც ეპიდემიის მეორე ტალღამ მოიცვა მთელი მსოფლიო. სწორედ ამის ფარგლებში აუცილებელია თურქეთში ინფლაცია და  საპროცენტო განაკვეთების შემცირება.  მოდით ეს ასე ვიცოდეთ. ჩვენ მზად ვართ ისეთ საკითხებში, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას, აამაღლებს დემოკრატიისა და თავისუფლებების ზღვარს და გამოიწვევს ჩვენი ერის ცხოვრების გაუმჯობესებას, ამისათვის ყველაფერი ერთად გავაკეთოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #MÜSİAD EXPO , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები