თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  3223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2561 ადამიანი გამოჯანმრთელ

1528235
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  3223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 11 507-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 142 496 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 3223 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 89 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 414 278-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  353 663 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 2561 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები