პრეზიდენტმა ერდოღანმა ჯო ბაიდენს მისალოცი წერილი გაუგზავნა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ჯო ბაიდენს მისალოცი წერილი გაუგზავნა

1525625
პრეზიდენტმა ერდოღანმა ჯო ბაიდენს მისალოცი წერილი გაუგზავნა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) პრეზიდენტად არჩეულ ჯო ბაიდენს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

საპრეზიდენტო კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის წერილში მეგობარ და მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებს უსურვა, რომ არჩევნების შედეგები ქვეყნისთვის სასიკეთო იყოს.

”როგორც თქვენი ვიცე-პრეზიდენტობის დროს რამდენჯერმე განვიხილეთ, თურქეთ-აშშ ურთიერთობებს ღრმა საძირკველზე დამყარებული სტრატეგიული ხასიათი აქვს... გამოწვევები, რომლებსაც დღეს გლობალურ და რეგიონალურ დონეზე ვაწყდებით, საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დამყარებული ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებასა და განმტკიცებას მოითხოვს. მომდევნო პერიოდში ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით აშშ – ს ხელისუფლებასთან და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მოკავშირეობა ისევე როგორც დღემდე, ასევე მომავალშიც სასიცოცხლო მნიშვნელობის წვლილს შეიტანს მსოფლიო მშვიდობაში.  გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას და გამოვხატავ გულწრფელ სურვილს ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ”-აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.

ამავდროულად, პრეზიდენტმა ერდოღანმა არჩევნებში დამარცხებულ დონალდ ტრამპსაც წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: ”მადლობას გიხდით თურქეთ-აშშ ურთიერთობების ჩვენი საერთო ინტერესების და ღირებულებების საფუძველზე განვითარებისთვის გამოჩენილი თქვენი გულწრფელი, მტკიცე ხედვისთვის.”



მსგავსი ინფორმაციები