PKK-ს ტერორისტებმა ჰაქქარიში თავდასხმა მოაწყვეს

PKK-ს ტერორისტებმა ჰაქქარიში თავდასხმა მოაწყვეს: დაღუპულია სამი ადამიანი

1522048
PKK-ს ტერორისტებმა ჰაქქარიში თავდასხმა მოაწყვეს

ჰაქქარიში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წევრების მიერ საგზაო სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებზე თავდასხმის შედეგად 3 მუშა დაიღუპა.

ჰაქქარის გუბერნატორის სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, PKK-ს ტერორისტები, დერეჯიქის რაიონში, ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე ორ ბაზას შორის საგზაო სამუშაოების ტექნიკას რაკეტებითა და ავტომატური იარაღით თავს დაესხნენ.

თავდასხმის შედეგად 1 მუშა დაიღუპა, ორი კი დაიჭრა, რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტერაქტის შემდეგ რეგიონში ოპერაცია დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #ჰაქქარი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები