იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ისევ იზრდება

იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ისევ იზრდება

1519515
იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ისევ იზრდება

იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა.

კატასტროფის სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის (SAKOM) ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის შედეგად 49 მოქალაქე დაიღუპა, მათგან ერთი დაიხრჩო.

მიწისძვრის შედეგად დაშავებული 896 ადამიანიდან 214 ადამიანის მკურნალობა გრძელდება.

მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ბაირაქლის რაიონში, 9 შენობაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

გუშინ პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი იზმირში ჩავიდა და ადგილზე დაათვალიერა ერთ-ერთ დანგრეული ბინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, გუშინწინ თურქეთის დროით 14.51 წუთზე ეგეოსის ზღვაში, იზმირის სეფერიჰისარის რაიონში 17 კილომეტრის დაშორებით ღია წყლებში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა მიწის ზედაპირიდან 16,54 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #იზმირი

მსგავსი ინფორმაციები