ძლიერი მიწისძვრა იზმირში

ძლიერი მიწისძვრა იზმირში

1518866
ძლიერი მიწისძვრა იზმირში

თურქეთის ქალაქ იზმირში, სეფერიჰისარის რაიონის მახლობლად 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:51  წუთზე  16,54 კილომეტრ  სიღრმეში დაფიქსირდა. ამ დროისათვის გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიწისძვრა მრავალ ქალაქშიც იგრძნობოდა.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) პირველადი ინფორმაციის თანახმად, 4 ადამიანი დაიღუპა, 120 ადამიანი კი დაშავდა.

მიწისძვრის შედეგად ბორნოვასა და ბაირაქლის რაიონებში ზოგიერთი შენობა დაინგრა.

ბაირაქლიში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან 3 ადამიანი დაშავებული ამოიყვანეს.

სეფერიჰისარის რაიონში მიწისძვრის გავლენით ზღვის დონე გაიზარდა, რის გამოც ზოგიერთი პროსპექტი და ქუჩა წყლით დაიფარა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "ჩვენ, სახელმწიფოს ყველა საშუალებით მიწისძვრით დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების გვერდით ვართ. ჩვენ ვმოქმედებთ ყველა შესაბამის ორგანოსთან და სამინისტროსთან ერთად."

მიწისძვრა სტამბოლშიც იგრძნობოდა.

სტამბოლის გუბერნატორმა ალი იერლიქაიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნა: ”სტამბოლში მომხდარი მიწისძვრის შესახებ უარყოფითი ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.“

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის შემდეგ 15.01 საათიდან 6 მიწისძვრის შემდგომი ბიძგი დაფიქსირდა რომელთა სიდიდეც 4.1-დან 4.8 მაგნიტუდამდე იყო.


საკვანძო სიტყვები: #ძლიერი მიწისძვრა , #იზმირი

მსგავსი ინფორმაციები