თურქეთს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები თანადგომას უცხადებენ

თურქეთს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები თანადგომას უცხადებენ

1519068
თურქეთს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები თანადგომას უცხადებენ

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა იზმირში მომხდარი მიწისძვრის გამო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა.

პრეზიდენტ ერდოღანს ტელეფონით დაუკავშირდა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და განუცხადა, რომ იზმირში მომხდარი მიწისძვრის გამო მზად არიან დასახმარებლად.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიჩოტაკისმა პრეზიდენტ ერდოღანს ტელეფონით დაურეკა მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომელიც იზმირის გარდა საბერძნეთის ზოგიერთ კუნძულზეც მოხდა და 2 ადამიანი იმსხვერპლა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა და მიჩოტაკისმა ერთმანეთს სამძიმარი გამოუცხადეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად არიან დაეხმარონ საბერძნეთს.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ესედოვმა კი ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქთაის დაურეკა და განუცხადა, რომ მზად არიან ყველა სახის დახმარებისთვის.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა ეგეოსის ზღვაში და საბერძნეთის კუნძულებზე მომხდარი მიწისძვრის გამო თურქეთისა და საბერძნეთის მხარდაჭერის განცხადება გაავრცელა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა, სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში აღნიშნა: "ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის და თურქეთის ღია წყლებში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით... ევროკავშირი მზად არის დახმარების უზრუნველსაყოფად.“

შეგახსენებთ, რომ იზმირის სეფერიჰისარის რაიონში მომხდარი 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად პირველადი მონაცემებით დაღუპულია 12 ადამიანი.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) პირველადი ინფორმაციის თანახმად, 12 ადამიანი დაიღუპა, 419 ადამიანი კი დაშავდა.

იზმირის გუბერნატორმა იავუზ სელიმ ქოშგერმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე ნანგრევებიდან დაახლოებით 70 ადამიანი ამოყვანილი.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #იზმირი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები