იზმირში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

იზმირში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

1518975
იზმირში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

იზმირის სეფერიჰისარის რაიონში მომხდარი 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად პირველადი მონაცემებით დაღუპულია 12 ადამიანი.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) პირველადი ინფორმაციის თანახმად, 12 ადამიანი დაიღუპა, 419 ადამიანი კი დაშავდა.

იზმირის გუბერნატორმა იავუზ სელიმ ქოშგერმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე ნანგრევებიდან დაახლოებით 70 ადამიანი ამოყვანილი.

AFAD-ის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თურქეთის დროით 14.51 საათზე ეგეოსის ზღვაში, იზმირის სეფერიჰისარიდან 17 კილომეტრის დაშორებით ღია წყლებში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.  

ცნობილი გახდა, რომ მიწისძვრა მიწის ზედაპირიდან 16,54 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად ბორნოვასა და ბაირაქლის რაიონებში ზოგიერთი შენობა დაინგრა.

ბაირაქლიში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან 4 ადამიანი დაშავებული ამოიყვანეს.

სეფერიჰისარის რაიონში მიწისძვრის გავლენით ზღვის დონე გაიზარდა, რის გამოც ზოგიერთი პროსპექტი და ქუჩა წყლით დაიფარა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "ჩვენ, სახელმწიფოს ყველა საშუალებით მიწისძვრით დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების გვერდით ვართ. ჩვენ ვმოქმედებთ ყველა შესაბამის ორგანოსთან და სამინისტროსთან ერთად."

განცხადებები ასევე გაავრცელეს ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ, პრეზიდენტის პრესპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა, ასევე მინისტრებმა და განაცხადეს რომ სახელმწიფო დაზარალებული მოქალაქეების გვერიდ დგას.

იზმირის მერის თუნჩ სოიერის განცხადებით კი მიიღეს ინფორმაცია 20-მდე შენობის დანგრევის შესახებ.

მიწისძვრა სტამბოლშიც იგრძნობოდა.

სტამბოლის გუბერნატორმა ალი იერლიქაიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნა: ”სტამბოლში მომხდარი მიწისძვრის შესახებ რაიმე სახის უარყოფითი ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.“

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის შემდეგ 15.01 საათიდან 6 მიწისძვრის შემდგომი ბიძგი დაფიქსირდა რომელთა სიდიდეც 4.1-დან 4.8 მაგნიტუდამდე იყო.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #იზმირი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები