პრეზიდენტმა რესპუბლიკის დაარსების დღესთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რესპუბლიკის დაარსების დღესთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

1517998
პრეზიდენტმა რესპუბლიკის დაარსების დღესთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 29 ოქტომბრის, რესპუბლიკის დაარსების დღესთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, გავრცელებული ვიდეომესიჯით ეს დღე მოულოცა. მან მისალოც მესიჯში, მალაზგირთის გამარჯვებიდან, განმათავისუფლებელი ომის და დღემდე  სახელმწიფო სამსახურში  დაღუპულები კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მოიხსენია.

„განმათავისუფლებელი ომის მმართველ და ასევე 15 ივლისის ღამეს კიდევ ერთხელ ვეტერნის წოდების მომპოვებელ, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს მივესალმები. სახელმწიფოს დაარსების მე-100 წლისთავის აღნიშვნასთან ერთად, 2023 წლის მიზნებისთვისაც შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ. ჩვენი ერი, რომელიც  განმათავისუფლებელი  ბრძოლის პერიოდში გაერთიანდა, დღესაც იგივე ფორმით ერთ მუშტად არის შეკრული, სოლიდარობის და ძმობის სულისკვეთებით. იმ წრეების, რომლებიც თურქეთის დამოუკიდებლად მოქმედებით არიან შეწუხებული, ამას ჩვენთვის არანაირი ფასეულობა აღარ გააჩნია. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მოქმედებას საკუთარი ხედვისა და დღის წესრიგის შესაბამისად, იმისდა მიუხედავად, ვინ რას ამბობს ან რას აკეთებს. ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული და გადაწყვეტილი გვაქვს ჩვენი მიზნების მიღწევა, ისევე, როგორც სახელმწიფოს შემქმნელებმა გადაარჩინეს ჩვენი  სამშობლო დამპყრობლებისგან და მათი  გეგმები ჩაშალეს. ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში მტკიცე გადაწყვეტილება ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, ჩვენც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენს მიზნებს ანალოგიურად მივაღწიოთ. დღეს ჩვენ ყველა სფეროში ბევრად უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე 20 წლის წინ. იმედია, როდესაც 2023 წლის მიზნებს მივაღწევთ, დავიწყებთ ახალ ეპოქას ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში. მსოფლიო სისტემა სამწუხაროდ დამახინჯებულია, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ‘მსოფლიო ხუთზე დიდა’,“  ნათქვამია ერდოღანის მიერ 29 ოქტომბერის, რესპუბლიკის დაარსების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მისალოც მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები