29 ოქტომბერი რესპუბლიკის დაარსების დღე

29 ოქტომბერი რესპუბლიკის დაარსების დღე

1517847
29 ოქტომბერი რესპუბლიკის დაარსების დღე

29 ოქტომბერირესპუბლიკისდაარსებისდღე

დღეს თურქეთი რესპუბლიკის დაარსების წლისთავს ზეიმობს. 1923 წლის 29 ოქტომბერს თურქეთმა მსოფლიოს ამცნო რესპუბლიკის დაარსება. ოსმალეთის იმპერიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამ და ქვეყნის ტერიტორიის გამარჯვებული სახელწმიფოების მიერ მიტაცებამ, მოსახლეობაში დიდი ტკივილი გამოიწია. ეროვნული შეიარაღებული ფორმირებები მუსტაფა ქემალის ლიდერობით ეროვნულ ძალებად გაერთიანდნენ და განმათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყეს. ბრძოლის შედეგად 1922 წლის 30 აგვისტოს ბაშქომუთანლიქის მოედნის ომი მოიგეს და ოკუპანტი ძალები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან გააძევეს. სამშვიდობო მოლაპარაკებებით ოკუპირებული სტამბოლის გათავისუფლება მოხდა, შემდეგ კი ლოზანის სამშვიდობო შეთანხმებით ოსმალეთის იმპერია ისტორიული სცენიდან წაიშალა და სრულიად ახალმა თურქეთის რესპუბლიკამ ისტორიაში თავისი ადგილი დაიკავა. 1923 წლის 29 ოქტომბრამდე გაგრძელებული მოლაპარაკებების შემდეგ რესპუბლიკის დაარსება და ანკარის დედაქალაქად გამოცხადება მთელ მსოფლიოს შეატყობინეს. რესპუბლიკის დაარსების დღეს მუსტაფა ქემალ ათათურქის თაოსნობით პატივისცემით ვიგონებთ ეროვნული ბრძოლის გმირებს.



მსგავსი ინფორმაციები