ერდოღანი: „ჩვენი ქვეყანა მოქმედებას, საკუთარი ხედვისა და  დღის წესრიგის შესაბამისად გააგრძელებს“

ერდოღანმა თურქეთის სახემლწიფოებრიობის 97-ე წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

1517400
ერდოღანი: „ჩვენი ქვეყანა მოქმედებას, საკუთარი ხედვისა და  დღის წესრიგის შესაბამისად გააგრძელებს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა მოქმედებას, საკუთარი ხედვისა და  დღის წესრიგის შესაბამისად გააგრძელებს. პრეზიდენტმა ამის შესახებ 29 ოქტომბრის, სახელმწიფოს დაარსების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მისალოც მესიჯში განაცხადა. „სახელმწიფოს დაარსების მე-100 წლისთავის აღნიშვნასთან ერთად, 2023 წლის მიზნებისთვისაც შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ. ჩვენი ერი, რომელიც  განმათავისუფლებელი  ბრძოლის პერიოდში გაერთიანდა, დღესაც იგივე ფორმით ერთ მუშტად არის შეკრული, სოლიდარობის და ძმობის სულისკვეთებით. იმ წრეების, რომლებიც თურქეთის დამოუკიდებლად მოქმედებით არიან შეწუხებული, ამას ჩვენთვის არანაირი ფასეულობა აღარ გააჩნია. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მოქმედებას საკუთარი ხედვისა და დღის წესრიგის შესაბამისად, იმისდა მიუხედავად, ვინ რას ამბობს ან რას აკეთებს. ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული და გადაწყვეტილი გვაქვს ჩვენი მიზნების მიღწევა, ისევე, როგორც დამფუძნებლებმა გადაარჩინეს ჩვენი  სამშობლო დამპყრობლებისგან და მათი  გეგმები ჩაშალეს“, ნათქვამია ერდოღანის მიერ 29 ოქტომბერის, „რესპუბლიკის დაარსების“  წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მისალოც მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები