თურქეთის მოწოდება მინსკის ჯგუფს...

თურქეთის მოწოდება მინსკის ჯგუფს...

1516860
თურქეთის მოწოდება მინსკის ჯგუფს...

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებს მოუწოდა, აზერბაიჯან-სომხეთს შორის გუშინ მიღწეული მესამე ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხანგრძლივობისათვის დაიწყოს შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების პროცესი. აქსოიმ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ისიც გაიხსენა, რომ 10 და 18 ოქტომბერსაც იქნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიღწეული მაგრამ, სომხეთმა იგი უმოკლეს ხანში დაარღვია.

„ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების შუამდგომლობის შედეგად კვლავ გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა, რათა ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ეს ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია სომხეთმა რამდენიმე წუთში. სომხეთმა როგორც აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე, ასევე სამოქალაქოებით დასახლებულ პუნქტებზე განახორციელა თავდასხმები. ამიტომ, მოვუწოდებთ მისნკის ჯგუფის თანათავჯდომარეებს საკითხთან დაკავშირებით შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების პროცესი, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში დაუყონებლივ იქნას დაწყებული.“


საკვანძო სიტყვები: #მოწოდება , #მინსკის ჯგუფი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები