თურქეთმა "ორუჩ რეისთან" დაკავშირებით საბერძნეთს უპასუხა

თურქეთმა "ორუჩ რეისთან" დაკავშირებით საბერძნეთს უპასუხა

1515941
თურქეთმა "ორუჩ რეისთან" დაკავშირებით საბერძნეთს უპასუხა

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თურქეთის  ხმელთაშუა ზღვაში სეისმური კვლევითი საქმიანობის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას წერილობით უპასუხა.

აქსოიმ განაცხადა, რომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა „უსაფუძვლო განცხადება“, რომელშიც თურქეთს ბრალს სდებს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში წარმოებულ სეისმურ კვლევებს საბერძნეთის კონტინენტურ შელფში „არაკანონიერად“ ატარებს და დაამატა: ”არეალი, სადაც ჩვენი გემი „ორუჩ რეისი“ ახორციელებს სეისმურ კვლევით საქმიანობას, მთლიანად ჩვენი ქვეყნის კონტინენტურ შელფშია, რომელიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საფუძველზე და რეგისტრირებულია გაეროში. თვითნებობა (ეს სიტუაცია) კიდევ ერთხელ ნათლად აუხსნეს საბერძნეთის ელჩს ანკარაში 2020 წლის 23 ოქტომბერს. ამჟამინდელი სამუშაო ადგილი, სადაც „ორუჩ რეისი“ ჩაატარებს სეისმურ კვლევას 2020 წლის 25 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრამდე, არის საბერძნეთის ხმელეთიდან 440 კილომეტრში და ჩვენი ქვეყნიდან 130 კილომეტრში... ჩვენ ველით, რომ საბერძნეთი შეწყვეტს ხელოვნური მიზეზების შექმნას და წინაპირობების წამოყენებას, რათა თავიდან აიცილოს დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან.”
 



მსგავსი ინფორმაციები