თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  2091 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

69 ადამიანი გარდაიცვალა

1515245
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  2091 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 9727-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 113 427 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2091 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 69 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 359 784-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  313 093 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1573 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები