ერდოღან-როჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-როჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1514334
ერდოღან-როჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

გუშინ საღამოს საათებში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ირანელ კოლეგა, ჰასან როჰანისთან სატელეფონო საუბარი გამართა. კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-როჰანის შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ირანის ურთიერთობები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი და სირიის ჩათვლით სხვა რეგიონალური საკითხებიც იქნა განიხილეს.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ რომ ისინი ირანთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სოლიდარობას ყოველთვის მხარს უჭერენ, როგორც სამეზობლო კანონის თანახმად და არა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.

თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტსაც შეეხო და კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, ბაქოს მიმართ მხარდაჭერა რა, ერევანის მხრიდან სამოქალქოებზე განხორციელებული თავდასხმები დაგმო და აღნიშნა, რომ მათი ეს ქმედება, ომის დანააულია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს სირიის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საფრთხის შემცველ ტერორისტულ ორგანიზაცია, PKK/YPG-ზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათ გასანეიტრალებლად ერთობლივი  მოქმედებაა საჭირო.



მსგავსი ინფორმაციები