როდის დაიწყებს თურქეთი ადგილობრივი წარმოების ვაქცინის ცდებს?

როდის დაიწყებს თურქეთი ადგილობრივი წარმოების ვაქცინის ცდებს?

1512905
როდის დაიწყებს თურქეთი ადგილობრივი წარმოების ვაქცინის ცდებს?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინის კვლევების, ადამიანზე ცდები ორი კვირის განმავლობაში დაიწყება. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ გუშინ, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინის სამუშაოების თურქეთში ცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეტაპები გადალახულ იქნა. რაც შეეხება, ადგილობრივი წარმოების ვაქცინას, მისი ადამიანებზე ცდა ორი კვირის განმავლობაში დაიწყება. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენი მიზანია მომავალი წლის გაზაფხულისთვის ვაქცინის საკითხის სრულად გადაჭრა“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ცდა , #ვაქცინა , #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები