მევლუთ ჩავუშოღლუ რამდენიმე უცხოელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

მევლუთ ჩავუშოღლუ რამდენიმე უცხოელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

1510082
მევლუთ ჩავუშოღლუ რამდენიმე უცხოელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს.

დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩავუშოღლუმ და ბაირამოვმა "მთიანი ყარაბაღის" საკითხი განიხილეს.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან.

დიპლომატიური წყაროს თანახმად, მევლუთ ჩავუშოღლუმ და მისმა კოლეგამ, სერგეი ლავროვმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის, სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების და ტერტერში დაკრძალვის ცერემონიალზე თავდასხმის  საკითხები.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 12.00 საათიდან მიიღეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მიზნისთვის, რომელიც ითვალისწინებს ცხედრებისა და ტყვეების გაცვლას მთიან ყარაბაღში.

ცეცხლის შეწყვეტიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ სომხეთის არმიამ სარაკეტო შეტევა მიიტანა აზერბაიჯანის ქალაქ განჯაზე, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 34 ადამიანი კი დაშავდა.

სომხეთის არმიის მიერ აზერბაიჯანის ქალაქ ტერტერში გუშინ  სასაფლაოზე დაკრძალვის ცერემონიაზე მიმავალ მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად  4 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა.

ამავდროულად, მინისტრმა ჩავუშოღლუმ ასევე სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ტომას პეტრიჩეკთან და ლატვიის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან არტის პაბრიკსთან.



მსგავსი ინფორმაციები