პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი, ტელეფონით რობერტ ობრაიენს ესაუბრა

პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი, ტელეფონით რობერტ ობრაიენს ესაუბრა

1508724
პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი, ტელეფონით რობერტ ობრაიენს ესაუბრა

პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი ტელეფონით დაუკავშირდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს რობერტ ობრაიენს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, მათ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, სომხეთის თავდასხმები აზერბაიჯანზე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებული მოვლენები და ლიბიისა და სხვა რეგიონული საკითხები.

საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ჰუმანიტარული მიზნით (10 ოქტომბერს) გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას, ხოლო საკითხის საბოლოო გადაწყვეტა სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლით მიიღწევა.

სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ს მხარეს განუცხადეს, რომ სომხეთის მიერ აზერბაიჯანში თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და მიუღებელია, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებების ფარგლებში საერთაშორისო საზოგადოებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

საუბრის დროს ასევე აღინიშნა, რომ თურქეთის კარგ განზრახვასა და დიალოგზე დაფუძნებული მიდგომის წყალობით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობა შემცირდა და შექმნილი მოლაპარაკებების საფუძველის მხარდამჭერი ნაბიჯების გადადგმის თაობაზე მოლოდინი აქვთ და რომ თურქეთის მიერ შემოთავაზებული აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს რეგიონალური მშვიდობის რეალიზაციას.

კიდევ ერთხელ იქნა გამოთქმული, რომ თურქეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხში სამართლიანი და მიუკერძოებელი პოზიციის დაკავებას ელოდება.

საუბრის დროს ლიბიაში წარმოებულ მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით კმაყოფილება, ხოლო ხაფთარის მხარის სამხედრო საქმიანობაზე შეშფოთება გამოითქვა. მათ განიხილეს თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის  ეკონომიკური ურთიერთობების გაჯანსაღების და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.



მსგავსი ინფორმაციები