პრეზიდენტი ერდოღანი ქუვეითსა და კატარს ეწვევა
პრეზიდენტი ერდოღანი ქუვეითსა და კატარს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქუვეითსა და კატარს ეწვევა. კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ერდოღანი ქუვეითში ვიზიტის დროს გასულ კვირას გარდაცვლილი ემირის, საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰის შემდეგ ამ თანამდებობაზე დანიშნულ ნავაფ ალ-აჰმედს შეხვდება და სამძიმარს გამოუცხადებს. შეხვედრაზე ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და რეგიონალური საკითხებიც იქნება განხილული.
პრეზიდენტი ერდოღანი ქუვეითიდან, კატარში გადაინაცვლებს, სადაც ემირ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ სანის შეხვდება. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ამჟამინდელი ურთიერთობა, სამომავლო თანამშრომლობა, რეგიონალური და საერთაშორისოს საკიტხები იქნება განხილული.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TRT World Forum-ზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TRT World Forum-ზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
ჰაქან ფიდანმა მედიაციის სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა მედიაციის სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა