თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 57 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 57 ადამიანი გარდაიცვალა

1503368
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 57 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 8498-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 115 632 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1603 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 57 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 326 046-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  286 370 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1320 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები