პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1503367
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ წარმოებული ვაქცინის შედეგები წარმატებულია და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწიეს. ერდოღანმა ამის შესახებ გუშინ,   მთავრობის სხდომის  დასრულების შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

„ჩვენს მიერ კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებისთვის  ჩადებული ინვესტიციები და დახმარება  სათითაოდ ამოქმედდა. ადგილობრივი შესაძლებლობებით წარმოებული 13 განსხვავებული ვაქცინიდან 5-ის ადამიანებზე გამოცდას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი  შესაფერისი ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიას,  თვეში 20 მილიონი დოზის მოცულობის წარმოების  (ვაქცინის) შესაძლებლობა აქვს. ასევე არის მეორე კომპანიაც, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს რიცხვი შესაზლოა თვეში 50  მილიონი დოზის მოცულობამდე გაიზარდოს. მომავალ თვეში კი ათასი დოზა ვაქცინა ადამიანებზე გამოსაცდელად უკვე მზად იქნება“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები