პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ქუვეითის ახალ ემირს ესაუბა
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ქუვეითის ახალ ემირს ესაუბა
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბა ქუვეითის ახალ ემირს, შეიხ ნევაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბირ ალ-საბაჰს.
საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ქუვეითის ემირის, საბაჰ ალ-აჰმედ ალ-ჯაბირ ალ-საბაჰის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს და მეგობარ ქუვეითის მოსახლეობას.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალ-საბაჰს ქუვეითის ემირად დანიშვნა მიულოცა და დასძინა, რომ კიდევ უფრო მეტად სურს თურქეთ-ქუვეითს შორის არსებული ურთიერთობების გაფართოება, რომელიც ძირძველ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს ემყარება.
პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის შეჭრას სირიის ტერიტორიებზე“
თურქეთი: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის შეჭრას სირიის ტერიტორიებზე“