ომერ ჩელიქი: „მთიანი ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. სომხეთი იქ ოკუპანტია“
ომერ ჩელიქი: „მთიანი ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. სომხეთი იქ ოკუპანტია“
სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა: "(მთიანი) ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. სომხეთი იქ არის ოკუპანტი."
ჩელიქმა პარტიის ცენტრალურ ოფისში ჩატარებული ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს (MYK) შეხვედრის პარალელურად პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა: ”სომხეთის (აზერბაიჯანის)სამოქალაქო დასახლებებზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს სომხეთის ქმედებები.”
მისივე თქმით, აზერბაიჯანს აქვს დაიცვას თავისი ტერიტორია და დაამატა: „(მთიანი) ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. სომხეთი იქ ოკუპანტია.“
ომერ ჩელიქმა აღნიშნა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ერთნაირი ბედის, ერთნაირი მომავლის,ერთნაირი ფასეულობების მქონე ორი ქვეყანაა.
”თურქეთი, როგორც ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს სურთ, რა ფორმითაც სურთ, ისე იქნება მათ გვერით.“-განაცხადა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა.