ქალინი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს რობერტ ობრაიენს

ქალინი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს რობერტ ობრაიენს

1500250
ქალინი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს რობერტ ობრაიენს

პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს რობერტ ობრაიენს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის აპარატის განცხადებით, განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობები, სომხეთის თავდასხმები აზერბაიჯანზე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებული მოვლენები და რეგიონალური საკითხები.

საუბრის დროს აღინიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სომხეთმა დატოვოს მთიანი ყარაბაღის ოკუპირებული ტერიტორია.

ასევე განაცხადეს, რომ სომხეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები აზერბაიჯანზე, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გადაწყვეტილებების ფარგლებში უნდა გადაიდგას ნაბიჯები და გამოითქვა მოლოდინი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე აშშ-ს მხრიდან ბალანსირებული და მიუკერძოებელი როლის შესრულების შესახებ.

საუბრის დროს ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ თურქეთის კონსტრუქციული დამოკიდებულების წყალობით განხორციელებული დიალოგისა და თანამშრომლობის პროცესი ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობას და ასევე ხაზგასმით აღინიშნა თურქეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა.


საკვანძო სიტყვები: #იბრაჰიმ ქალინი , #პრესსპიკერი

მსგავსი ინფორმაციები