პრეზიდენტი ერდოღანი ბრიტანეთის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან

1499072
პრეზიდენტი ერდოღანი ბრიტანეთის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან.

კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, საუბრის დროს განხილული იქნა თურქეთ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების გაუმჯობესების, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებული მოვლენების და სომხეთის მიერ აზერბაიჯანზე თავდასხმით გამოწვეული დაძაბულობის თაოსნობით,  რეგიონალური საკითხები.

ერდოღანმა და ჯონსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მზაობა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების და სავაჭრო მოცულობის 20 მილიარდ დოლარამდე გაზრდის მიზნის მისაღწევად. ისინი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის დიდი პოტენციალის მქონე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების  საკითხზე.

საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ხმელთაშუა ზღვის საკითხში დაბალანსებული და მიუკერძოებელი პოზიციის დაკავება, დიალოგისა და თანამშრომლობის მცდელობების მხარდაჭერა საერთო ინტერესს წარმოადგენს.

პრეზიდენტი ასევე შეეხო სომხეთის მიერ აზერბაიჯანზე თავდასხმების შედეგად დაწყებულ კონფლიქტს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სომხეთმა უნდა დატოვოს მთიანი ყარაბაღის და მისი მიმდებარე ოკუპირებული ტერიტორიები.



მსგავსი ინფორმაციები