საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა

1498291
საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა: ”ჩვენ აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ მოედანზეც და მაგიდასთანაც”.

მევლუდ ჩავუშოღლუმ Twitter-ით გაკეთებულ გზავნილში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ის კი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა და კონტაქტი ჰქონდათ ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან.

"სომხეთმა, რომელიც ფიქრობს, რომ ისარგებლებს ჩიხში მოხვედრით, კვლავ საზღვრებს გასცდა, ამჯერად ის პასუხს მოედანზე იღებს. ჩვენ აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ მოედანზეც და მაგიდასთანაც."-აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ დილის საათებში სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე დაიწყო შეტაკებები მას სემდეგ, რაც სომხურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის სამოქალაქო დასახლებებს.



მსგავსი ინფორმაციები