გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა ჩატარდა

გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა ჩატარდა

1496926
გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა ჩატარდა

გუშინ,  პრეზიდენტის კომპლექსში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანათავჯდომარეობით  გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის შემდეგ განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი მთავრობა PKK/KCK-PYD/YPG, FETÖ-ს და  DEAŞ-ის ჩათვლით ყველა იმ ტერორისტულ ორგანიზაციების წინააღმდეგ, იბრძვის და ასე გააგრძელებს მომავალშიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ნებისმიერი სახის საფრთხეს უქმნიან. ანტიტერორისტული ოპერაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთაც გრძელდება და გაგრძელდება მომავალშიც. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სხვადასხვა მოთამაშეების მხრიდან ჩვენი საზღვაო იურისდიქციის ზონებში აზრთა სხვადასხვაობის გამო დაძაბულობის შექმნის მცდელობები და მტკიცედ აღინიშნა, რომ თურქი ერი საკუთარ უფლებებს და ინტერესებს როგორც ხმელეთზე ასევე ზღვასა და ცაშიც კი არასოდეს დათმობს. ამისათვის კი ყოველგვარი ნაბიჯის გადადგმისგანაც უკან არ დაიხევს. ასევე ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ თურქეთი საკითხების მოგვარებაში პირველ რიგში დიალოგს ანიჭებს უპირატესობას. თურქეთი, როგორც რეგიონალურ ასევე საერთაშორისო არენაზე ყოველთვის იყო და იქნება სამართლის გვერდით. ამიტო, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთშიც ჩვენი ქვეყნის და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უფლებების და ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით ყველას მოუწოდებს, რომ გაგებით მოეკიდონა ჩვენს ამ მიდგომას.

რაც შეეხება, ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს, თურქეთი ყოველთვის იყო და იქნება ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რა, ამის ფარგლებში მხარს უჭერს და დაუჭერს ლეგიტიმურ მთავრობას“.



მსგავსი ინფორმაციები