ჩავუშოღლუმ ნენსი პელოსის სიტყვებზე მწვავე რეაქცია გამოხატა

ჩავუშოღლუმ ნენსი პელოსის სიტყვებზე მწვავე რეაქცია გამოხატა

1497293
ჩავუშოღლუმ ნენსი პელოსის სიტყვებზე მწვავე რეაქცია გამოხატა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მიერ თურქეთის შესახებ გამოთქმულ სიტყვებზე მწვავე რეაქცია გამოხატა.

იმ გზავნილში, რომელიც ჩავუშოღლუმ Twitter– ით გააკეთა როგორც ინგლისურად ასევე თურქულად, ნათქვამია: "სამაგალითო უცოდინრობით, პელოსის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეობის თანამდებობამდე ასვლა არის სინამდვილეში საგანგაშო ამერიკული დემოკრატიისთვის. თქვენ ისწავლით თურქი ერის ნების პატივისცემას. "

აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს კონგრესის ქვედა ფრთის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა თავმჯდომარემ პელოსიმ, დასმულ შეკითხვაზე, პრეზიდენტი დონალდ  ტრამპი თუ არჩევნებს წააგებს მოვალეობას მშვიდობიანი გზით გადააბარებს თუ თუ არა, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და თქვა: ”ბატონო პრეზიდენტო, თქვენ არ ხართ ჩრდილოეთ კორეაში; თქვენ არ ხართ თურქეთში: თქვენ არ ხართ რუსეთში, საუდის არაბეთში. ეს აშშ-ია, აქ არის დემოკრატია .”

პელოსიმ ასევე „რუსეთის პრეზიდენტი პუტინის, ჩრილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის და პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მაგალითად მოყვანით ტქვა: ”ტრამპს მოსწონს ისინი, ვინც ხელისუფლებაში როლს დიდხანს აგრძელებს.“



მსგავსი ინფორმაციები