პრეზიდენტ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან სტოლტენბერგთან

პრეზიდენტ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან სტოლტენბერგთან

1496320
პრეზიდენტ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან სტოლტენბერგთან

პრეზიდენტ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, საუბრის დროს შეფასდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებული მოვლენები და თურქეთ-ნატოს ურთიერთობები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა საუბრის დროს განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს დაძაბულობის შემცირებას და დიალოგს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და ეს არა მხოლოდ საუბრით, არამედ ქმედებითაც წარმოაჩინა.

მან ასევე დასძინა, რომ საბერძნეთის მიერ დაძაბულობის ესკალაციის მიუხედავად, თურქეთმა შეინარჩუნა ფრთხილი დამოკიდებულება და ამ ეტაპზე გამოცხადებული წინასწარი მოლაპარაკებების მსვლელობა დამოკიდებული იქნება საბერძნეთის მიერ ვითარების შესარბილებლად გადასადგმელ გულწრფელ ნაბიჯებზე.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის საკითხში წარმოჩენილი ძალისხმევის მადლიერია, თურქეთმა პირველი წუთიდანვე დაუჭირა მხარი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნატოში განცალკევების პროცესს და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა გულწრფელად სურს.

ერდოღანის თქმით, ნატო-ში განცალკევების სამუშაოებში მიაჩნიათ, რომ თურქეთი შეთანხმებასთან ძალიან ძალიან ახლოს არის და ნატოს სოლიდარობის და ამ კონტექსტში თურქეთის თანადგომის რეგიონალური პრობლემების მოგავრებაში მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.



მსგავსი ინფორმაციები