ახალი ტიპის კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 982 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 982 ათასს გადააჭარბა

1496372
ახალი ტიპის კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 982 ათასს გადააჭარბა
super foto korona las vegas.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) გამო გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 982 ათასს, შემთხვევათა რაოდენობამ 32 მილიონ 101 ათასს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 23 მილიონ 682 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 207 ათას 593 გახდა. ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა 7 მილიონ 139 ათასამდე გაიზარდა. აღინიშნა, რომ ნიუ-იორკის Times Square- ში, რომელიც აშშ-ში საახალწლო ღონისძიებების ყველაზე პოპულარული ადგილია, წელს, კოვიდ -19-ის ეპიდემიის გამო, საზეიმო ღონისძიება არ ჩატარდება. Times Square Alliance-მა, რომელიც დღესასწაულების ორგანიზატორია, გამოაცხადა, რომ საახალწლო ზეიმი მოედანზე, რომელშიც ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს, წელს მთლიანად ვირტუალურ გარემოში ჩატარდება.

ევროპაში ეპიდემიის ცენტრად ქცეულ ინგლისში კოვიდ -19 – ით გარდაცვლილთა რიცხვი  41 ათასი 862-მდე, ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა კი 429 ათას 729-მდე გაიზარდა.

საფრანგეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეპიდემიის გამო 43 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 31 ათას 459-მდე გაიზარდა. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 13 ათასი 72-ით გაიზარდა და 481 ათას 141 შეადგინა. მინისტრთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ქვეყნის 10 ქალაქი, მათ შორის პარიზი, ბორდო, ლიონი და ტულუზა, განისაზღვრა, როგორც ”მარალი დონის განგაშის ზონა” ამ ქალაქებში 100 ათასი ადამიანიდან 150, 65 წელზე ზემოთ ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 50 ავადდება. ვერანმა განაცხადა, რომ ამ ქალაქებში აიკრძალა მასშტაბური ღონისძიებები, მაქსიმუმ 10 ადამიანს შეუძლია ერტად შეკრება საზოგადოებრივ ადგილებში, დაიხურება სპორტული დარბაზები და 28 სექტემბრიდან ბარები და რესტორნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურება. მან ასევე დასზინა, რომ მთლიანად საფრანგეთის მასშტაბით ეპიდსიტუაცია გაუარესდა და „მაღალი დონის განგაშის ზონის“ სია ყოველ კვირას განახლდება.



მსგავსი ინფორმაციები