რა შემთხვევაში დაიწყება ანკარა-ათენს შორის მოლაპარაკებები?
რა შემთხვევაში დაიწყება ანკარა-ათენს შორის მოლაპარაკებები?
სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ საბერძნეთთან „საძიებო მოლაპარაკებები“ მხოლოდ და მხოლოდ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე არის შესაძლებელი. ომერ ჩელიქმა ამის შესახებ გუშინ გამართული პარტიის ცენტრალური გადაწყვეტილების და აღმასრულებელი საბჭოს სხომიდ შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
„ჩვენ არ ვართ კონფლიქტის მაძიებელი სახელმწიფო. ჩვენ ვართ მოლაპარაკებების და დიპლომატიის მომხრე სახელმწიფო. ჩვენ დიდი წარსულის მქონე სახელმწიფო ვართ, რომელიც კარგად ათვიცნობიერებს რეგიონალურ მშვიდობას და ამის მიხედვით მოქმედებს. თურქეთისთვის მოლაპარაკებების დაწყების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. იმ შემთხვევაში თუ იქნება ასეთი შემოთავაზება, რომ ჩვენ უფლებები უნდა დავთმოთ, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღელებლია. ამიტომ, საბერძნეთთან საძიებო მოლაპარაკებები მხოლოდ და მხოლოდ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე არის შესაძლებელი“, განაცცხადა ომერ ჩელიქმა.
მან საფრანგეთის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მას არ გააჩნია მიდგომა რეგიონალური მშვიდობის დამკვიდრებისთვის, არამედ, მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებაზე ზრუნავს.
მსგავსი ინფორმაციები
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება