თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 1692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1261 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1495478
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  1692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 7639-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 114 311  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1692 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 65 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 306  302-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  269 696 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1261 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები