პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან

პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან

1493159
პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.

კომუნიკაციების დეპარტამენტში გაკეთებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ერდოღანმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თაოსნობით რეგიონალური მოვლენები განიხილეს.

შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მიმართ რომ „აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თაოსნობით ყველა რეგიონალურ საკითხში პროვოკაციების უგულვებელყოფით ჰქონდეთ ობიექტური და თანმიმდევრული პოზიცია.“

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ღიაა გულწრფელ დიალოგზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული მოლაპარაკებებით ყველა მხარის უფლებების დასაცავად და რომ იგნორირების და ცალმხრივი ნაბიჯების წინააღმდეგ ისინი ყველა უფლებისა და ინტერესის დაცვას ყოველთვის და ყველგან მტკიცედ გააგრძელებენ.


საკვანძო სიტყვები: #ევროსაბჭო , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები