თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 63 ადამიანი გარდაიცვალა

1342 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1492070
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 63 ადამიანი გარდაიცვალა

 

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 7249-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 112 645  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1771 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 63 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 296  391-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  262 602 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1342 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები