პრეზიდენტი ერდოღანი შინზო აბეს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღანი შინზო აბეს ტელეფონით ესაუბრა

1487755
პრეზიდენტი ერდოღანი შინზო აბეს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა იაპონიის პრემიერ- მინისტრთან შინზო აბესთან.

კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტმა ერდოღანმა მალე გამოჯანმრთელება უსურვა აბეს, რომელმაც განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს.

ერდოღანმა აბეს მადლობა გადაუხადა თურქეთი-იაპონის ურთიერთობებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და დასძინა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები ამის შემდეგაც განმტკიცდება დ კიდევ უფრო განვითარდება.

საუბრის დროს თურქეთ-იაპონიას შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში გაღრმავების საკითხზე მტკიცე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გამოიხატა და განხილულ იქნა ამ მხრივ გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები.



მსგავსი ინფორმაციები