თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  1761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1093  ადამიანი გამოჯანმრთელდა

1487198
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  1761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 6782-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 110 565  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1761 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 52 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 283  270-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  253 245 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1093 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები