სტამბოლში, 2017 წელს მოწყობილი ტერაქტის ჩამდენს განაჩენი გამოუტანეს

სტამბოლში, 2017 წელს მოწყობილი ტერაქტის ჩამდენს განაჩენი გამოუტანეს

1487034
სტამბოლში, 2017 წელს მოწყობილი ტერაქტის ჩამდენს განაჩენი გამოუტანეს

სტამბოლის ერთ-ერთ გასართობ ცენტრში, 2017 წლის ახალი წლის ღამეს მოწყობილი ტერორისტული აქტის, რომელსაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, თაობაზე მიმდინარე სამართლო პროცესზე, ეჭვმიტანილ მაშარიპოვს 40-ჯერ გამკაცრებული სამუდამო პატიმრობა და 1368 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სტამბოლის 27-ე სისხლის სამართლის სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ეჭვმიტანილების საბოლოო თავდაცვის მოსმენის შემდეგ განაჩენი გამოცხადდა.

სასამართლომ, თავდასხმის მომწყობ ეჭვმიტანილ აბდულქადირ მაშარიპოვს, "კონსტიტუციის დარღვევისთვის" და 39 ადამიანის, მათ შორის პოლიციელის ბურაქ ილდიზის, განზრახ მკვლელობისთვის, 40-ჯერ გამკაცრებული სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მაშარიპოვს, ათას 368 წლით თავისუფლების აღკვეთა და 375 ათასი თურქული ლირის ფულადი ჯარიმა დაეკისრა 79 ადამიანის "მკვლელობის მცდელობისთვის" და "მძიმე იარაღის ლიცენზიის გარეშე ტარების" გამო.


საკვანძო სიტყვები: #ტერორისტული აქტი , #სტამბოლი

მსგავსი ინფორმაციები