ბითლისში ძებნილი ტერორისტები გაანადგურეს

მათგან ორი წითელი ბიულეტენით იძებნებოდა

1486173
ბითლისში ძებნილი ტერორისტები გაანადგურეს

გუშინ, ბითლისის ოლქში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად 6 ტერორისტი იქნა განეიტრალებული, რომლებთაგანაც 1 ნარინჯისფერი და ერთიც რუხი კატეგორიით იძებნებოდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: “შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში, გუშინ, ბითლისის ოლქის შეჰი ორმანლარების რეგიონში ჟანდარმერიის და სპეცრაზმელების ერთობლიობით ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც განეიტრალებულ იქნა 6 ტერორისტი. მათი იდენტიფიკაციისას დადგინდა, რომ, ერთ-ერთი განეიტრალებული ტერორისტი იყო ოზლემ ათსაკი, კოდური სახელი რონაჰი დერსიმი, რომელიც პკკ-ას ქალთა ორგანიზაციაზე პასუხისმგებელი იყო და ნარინჯისფერ კატეგორიაში იძებნებოდა, ხოლო მეორე განეიტრალებული იყო რიდვან ერიილმაზი, კოდური სახელით აზად შორესი, რომელიც ნაცრისფერ კატეგორიაშია იძებნებოდა“



მსგავსი ინფორმაციები